Saturday, July 2, 2016

                       ტრენინგის შეჯამება

  ინტელის სასწავლო კურსი ძალიან საინტერესო  აღმოჩნდა.უამრავი ახალი ინფორმაცია მივიღე.ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს პროექტებით.მიმაჩნია ,რომ პროექტებით სწავლება განუვითარებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს,რაც ძალზედ მნიშვნელოვანია მათი მომავალი წარმატებისთვის.
 ვისწავლეთ ბლოგის შექმნა.ვიმუშავეთ ბლოგის     დიზაინზე და უამრავი ახალი საკითხი       განვიხილეთ  ბლოგის  ირგვლივ  დასიღრმისეული  ცოდნა მივიღე .                   
შევქმენი პორტფოლიო და ავტვირთე  ბლოგზე, შევისწავლეთ სიის გაჯეტის დამატება და თანმიმდევრობის  შეცვლა, ასევე ბლოგში ცვლილებების შეტანა. ასევე კორექტირება და წაშლა.

 სურათების ჩამატება-წაშლა, ახალი ალბომის გაკეთება და ძველის კორექტირება. ეს ძალიან დამეხმარება ბლოგის  შექმნის დროს.უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ქეთის გაწეული შრომისათვის,დაუღალავი და ენერიული ქალბატონი . 

ტრენინგის მეცხრე დღე

                                                       ტრენინგის   მეცხრე   დღე



    1 . გამეორება

    2 . პროექტის  პორტფოლიოს  პრეზენტაცია

    3 . მუშაობა  ბლოგში

     4 .  ტრენინგის  შეჯამება

     5 . რეფლექსია


    ტრენინგის მეცხრე დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით.გავხსენით ჩვენი პორტფოლიოს power point-ი.გავიხსენეთ ამ პროგრამაში ნასწავლი მასალა.
      გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეს.ვისწავლეთ პროექტის ატვირთვა ბლოგზე.გავიმეორეთ ბლოგში ნასწავლი მასალა,გავიხსენეთ ,თუ როგორ უნდა გადავარქვათბლოგს სახელი,როგორ წავშალოთ ბლოგი.
       ვისწავლეთ გვერდის შექმნა.შევქმენით რამდენიმე ახალი გვერდი,ვისწავლეთ გვერდების გადაადგილება და წაშლა. გავიგე ,რომ გვერდის შექმნისას  აუცილებლად უნდა მივუთითო სათაური.
       ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე.გული მწყდება,რომ ვამთავრებ ასეთ მნიშვნელოვან და ბევრის მომცემ ტრენინგს.ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი  ტრენინგი მაქვს გავლილი,მაგრამ მიმაჩნია ინტელის კურსი საუკეთესოა მათ შორის.დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის დაუღალავი შრომისთვის და თითოეული პედაგოგისთვის გაწეული დახმარებისთვის.

Friday, July 1, 2016

ტრენინგის მერვე დღე

                                                      ტრენინგის  მერვე  დღე



   1 . გამეორება

  2 . ფასილიტაციის  რესურსის  შექმნა

  3 . პორტფოლიოს  გადახედვა

  4 . პროექტის  ატვირთვა  ბლოგზე

  5 . რეფლექსია

     ტრენინგი  დავიწყეთ წინა დღის მასალის  გამეორებით. განვიხილეთ სიტყვა ''ფასილიტაცი'' - ის  მნიშვნელობა,  შევქმენით ფასილიტაციის რესურსი.  power point-ში  შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში.
        გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს,გადავარქვით საქაღალდეებს სახელები,შევიტანეთ საბოლოო რედაქტირება. დავწერეთ  რეფლექსია.
  ძალიან ნაყოფიერი დღე იყო.აუცილებლად გამოვიყენებ ნასწავლ მასალას ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის.

    

     

     

    


  

     
      

Sunday, June 26, 2016

                                              ტრენინგის  მეშვიდე  დღე



1 . გამეორება

2 . ყველა  მოსწავლის  საჭიროების  გათვალისწინება

3 . პროექტის  გეგმებზე  მუშაობა

4 . რეფლექსია


     ტრენინგი დავიწყეთ  წინა მასალის  გამეორებით,გავიმეორეთ მოსწავლის პროექტის შეფასების რუბრიკები. ასევე  გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები,რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტის გეგმის შედგენისას.
      მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა მნიშვნელოვანია პროექტის დასაწყისშივე,რაც  ხელს  შეუწყობს  მოტივაციის  ამაღლებას და პროექტიც  საინტერესო და შედეგის  მომცემი იქნება მონაწილე მოსწავლეებისათვის.
       გარდნერის ინტელექტის ფორმების  განხილვის  შემდეგ ,დავიწყე ჩემი პროექტის მონაწილეთათვის ინდივიდუალური დავალებების შერჩევა და დავწერე სწორედ ის საჭიროებები,რომლებიც ჩემი მოსწავლეების ინტელექტს შეესაბამება და  ეს ინდივიდუალური განსხვავებები  გადავიტანე პროექტის გეგმაში.
       ტრენინგის ბოლოს, დავალება,რომელიც გვქონდა შესასრულებელი,სასწავლო გეგმა,შევიტანე პროექტის გეგმაში. დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს , ქალბატონ ქეთევანს  ასეთი საინტერესო  ტრენინგისათვის.

       

Friday, June 24, 2016

                                                     ტრენინგის  მეექვსე  დღე


1 . გამეორება

2 . მოსწავლის  პრეზენტაცია

3 . პროექტის  გეგმის  გადახედვა

4 . შეფასების  რუბრიკები

5 . რეფლექსია



         ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით.  გავეცანით Power Point - ის გამოყენებას,   თავფურცელზე გავაკეთეთ პრეზენტაციის დასახელება, ჩავსვით  ახალი სლაიდი და  ასევე ჩავამატეთ, გავეცანით  სხვადასხვა სურათების ჩასმას, ფონის შეცვლას, სლაიდიდან სლაიდზე ანიმაციური გადასვლას და  დიაგრამის ჩასმას. ამის შიხედვით ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია, რომელიც შევინახეთ ჩვენი საქაღალდის მოსწავლის ნიმუშის საქაღალდეში. გავეცანით  მოსწავლეთა შეფასებას და შეფასების რუბრიკებს, ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებას, ზეპირი პრეზენტაციის უკუკავშირს, პროექტის მართვის უნარების თვითშეფასებას, ბლოგის რუბრიკას, პრეზენტაციისა და ბუკლეტის რუბრიკას. კმაყოფილი  ვარ  ტრენინგით  და  დიდი მადლობა  ქალბატონ  ქეთევან  ცერაძეს , ასეთი  საინტერესო  და  ბევრის მომცემი  ტრენინგისთვის. საკმაოდ  გავიღრმავე  ცოდნა  შეფასების  რუბრიკებთან  დაკავშირებით , რომელთაც  გამოვიყენებ  სამომავლოდ  ჩემს  პრაქტიკაში.
   



Thursday, June 23, 2016

                                           ტრენინგის    მეხუთე    დღე



1 . გამეორება - გაკვეთილი  გეგმის  გადახედვა

2 . საავტორო  უფლებები  და  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონები

3 . მუშაობა  ბლოგში

4 . მოსწავლის   ბლოგის  შექმნა

5 . რეფლექსია


        ტრენინგი  დაიწყო წინა მასალის გამეორებით.  განვიხილეთ საავტორო უფლებები  და  გამოყენებული ლიტერატურის  შაბლონების , მათი  მითითების  მნიშვნელობა  ჩვენს  სამუშაო  მასალაში  გამოყენებისას. შევისწავლეთ, თუ როგორ ხდება ბლოგზე კომენტარების გაკეთება  და  წაშლა. გავიხსენეთ ბლოგზე ტექსტისა და სურათების ჩასმა, სურათების გადაადგილება, პროექტის სათაურის შეცვლა.
     შევისწავლეთ გაჯეტების დამატება და გაჯეტების წყობის შეცვლა. შევქმენით  ახალი  ბლოგი  - მოსწავლის  ნიმუში . სამუშაო დღის მიწურულს,  შევაჯამეთ  დღის მანძილზე მოწოდებული მასალა, დავწერეთ რეფლექსია. 


Sunday, June 19, 2016

                                     
                                                ტრენინგის  მეოთხე   დღე




              1.  გამეორება

             2.  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდების   გაცნობა

             3.   დროში  გაწერილი   შეფასების   სქემა

             4.   პროექტის    პორტფოლიოს   პრეზენტაცია
             
             5.   რეფლექსია



              

 ტრენინგი  დავიწყეთ  განვლილი  მასალის  გამეორებით.გავიხსენეთ ,რომ  გეგმის  წერას  ვიწყებთ  სტანდარტით , ვსვამთ  ინდიკატორს , განვსაზღვრავთ  მიზანს  21-ე საუკუნის   უნარ - ჩვევებიდან,ვწერთმიმართულების მიმცემ  კითხვებს ,თემატურ  კითხვებს,  შინაარსობრივ  კითხვებს ,რომელიც  სააზროვნო  უნარებს  ავითარებს.ვიმუშავეთ  შეფასების  გეგმაზე, გზამკვლევიდან  მოვძებნეთ  შეფასების სხვადასხვა  მეთოდი , განვიხილეთ  განმსაზღვრელი  და  განმავითარებელი  შეფასების  ფორმები. გავეცანით  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმის  ცხრილს , გავეცანით  პროექტის  პორტფოლიოს  პრეზენტაციას .
1.  თავფურცელი - პროექტის  სათაური,გვარი , სახელი , კლასი , საგანი
2.  პროექტის   შინაარსი
3.  საგნობრივი  სტანდარტი
4.  პროექტის    მიზანი
5.  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო   სიტყვები
6.  შეფასების   ინსტრუმენტების   მოკლე   მონახაზი

     პროექტი  გადავიტანე   Power  Point - ში


      ტრენინგის   ბოლოს ,  ტრენერთან   ერთად  შევაჯამეთ   დღის  მანძილზე  მოწოდებული   მასალა .