1 . გამეორება
2 . მოსწავლის პრეზენტაცია
3 . პროექტის გეგმის გადახედვა
4 . შეფასების რუბრიკები
5 . რეფლექსია
ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით. გავეცანით Power Point - ის გამოყენებას, თავფურცელზე გავაკეთეთ პრეზენტაციის დასახელება, ჩავსვით ახალი სლაიდი და ასევე ჩავამატეთ, გავეცანით სხვადასხვა სურათების ჩასმას, ფონის შეცვლას, სლაიდიდან სლაიდზე ანიმაციური გადასვლას და დიაგრამის ჩასმას. ამის შიხედვით ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია, რომელიც შევინახეთ ჩვენი საქაღალდის მოსწავლის ნიმუშის საქაღალდეში. გავეცანით მოსწავლეთა შეფასებას და შეფასების რუბრიკებს, ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებას, ზეპირი პრეზენტაციის უკუკავშირს, პროექტის მართვის უნარების თვითშეფასებას, ბლოგის რუბრიკას, პრეზენტაციისა და ბუკლეტის რუბრიკას. კმაყოფილი ვარ ტრენინგით და დიდი მადლობა ქალბატონ ქეთევან ცერაძეს , ასეთი საინტერესო და ბევრის მომცემი ტრენინგისთვის. საკმაოდ გავიღრმავე ცოდნა შეფასების რუბრიკებთან დაკავშირებით , რომელთაც გამოვიყენებ სამომავლოდ ჩემს პრაქტიკაში.
No comments:
Post a Comment