Sunday, June 26, 2016

                                              ტრენინგის  მეშვიდე  დღე



1 . გამეორება

2 . ყველა  მოსწავლის  საჭიროების  გათვალისწინება

3 . პროექტის  გეგმებზე  მუშაობა

4 . რეფლექსია


     ტრენინგი დავიწყეთ  წინა მასალის  გამეორებით,გავიმეორეთ მოსწავლის პროექტის შეფასების რუბრიკები. ასევე  გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები,რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტის გეგმის შედგენისას.
      მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა მნიშვნელოვანია პროექტის დასაწყისშივე,რაც  ხელს  შეუწყობს  მოტივაციის  ამაღლებას და პროექტიც  საინტერესო და შედეგის  მომცემი იქნება მონაწილე მოსწავლეებისათვის.
       გარდნერის ინტელექტის ფორმების  განხილვის  შემდეგ ,დავიწყე ჩემი პროექტის მონაწილეთათვის ინდივიდუალური დავალებების შერჩევა და დავწერე სწორედ ის საჭიროებები,რომლებიც ჩემი მოსწავლეების ინტელექტს შეესაბამება და  ეს ინდივიდუალური განსხვავებები  გადავიტანე პროექტის გეგმაში.
       ტრენინგის ბოლოს, დავალება,რომელიც გვქონდა შესასრულებელი,სასწავლო გეგმა,შევიტანე პროექტის გეგმაში. დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს , ქალბატონ ქეთევანს  ასეთი საინტერესო  ტრენინგისათვის.

       

No comments:

Post a Comment