Sunday, June 26, 2016

                                              ტრენინგის  მეშვიდე  დღე



1 . გამეორება

2 . ყველა  მოსწავლის  საჭიროების  გათვალისწინება

3 . პროექტის  გეგმებზე  მუშაობა

4 . რეფლექსია


     ტრენინგი დავიწყეთ  წინა მასალის  გამეორებით,გავიმეორეთ მოსწავლის პროექტის შეფასების რუბრიკები. ასევე  გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის ფორმები,რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია ჩვენ მიერ შემუშავებული პროექტის გეგმის შედგენისას.
      მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა მნიშვნელოვანია პროექტის დასაწყისშივე,რაც  ხელს  შეუწყობს  მოტივაციის  ამაღლებას და პროექტიც  საინტერესო და შედეგის  მომცემი იქნება მონაწილე მოსწავლეებისათვის.
       გარდნერის ინტელექტის ფორმების  განხილვის  შემდეგ ,დავიწყე ჩემი პროექტის მონაწილეთათვის ინდივიდუალური დავალებების შერჩევა და დავწერე სწორედ ის საჭიროებები,რომლებიც ჩემი მოსწავლეების ინტელექტს შეესაბამება და  ეს ინდივიდუალური განსხვავებები  გადავიტანე პროექტის გეგმაში.
       ტრენინგის ბოლოს, დავალება,რომელიც გვქონდა შესასრულებელი,სასწავლო გეგმა,შევიტანე პროექტის გეგმაში. დიდი  მადლობა  ჩვენს  ტრენერს , ქალბატონ ქეთევანს  ასეთი საინტერესო  ტრენინგისათვის.

       

Friday, June 24, 2016

                                                     ტრენინგის  მეექვსე  დღე


1 . გამეორება

2 . მოსწავლის  პრეზენტაცია

3 . პროექტის  გეგმის  გადახედვა

4 . შეფასების  რუბრიკები

5 . რეფლექსია



         ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით.  გავეცანით Power Point - ის გამოყენებას,   თავფურცელზე გავაკეთეთ პრეზენტაციის დასახელება, ჩავსვით  ახალი სლაიდი და  ასევე ჩავამატეთ, გავეცანით  სხვადასხვა სურათების ჩასმას, ფონის შეცვლას, სლაიდიდან სლაიდზე ანიმაციური გადასვლას და  დიაგრამის ჩასმას. ამის შიხედვით ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია, რომელიც შევინახეთ ჩვენი საქაღალდის მოსწავლის ნიმუშის საქაღალდეში. გავეცანით  მოსწავლეთა შეფასებას და შეფასების რუბრიკებს, ჯგუფური მუშაობის თვითშეფასებას, ზეპირი პრეზენტაციის უკუკავშირს, პროექტის მართვის უნარების თვითშეფასებას, ბლოგის რუბრიკას, პრეზენტაციისა და ბუკლეტის რუბრიკას. კმაყოფილი  ვარ  ტრენინგით  და  დიდი მადლობა  ქალბატონ  ქეთევან  ცერაძეს , ასეთი  საინტერესო  და  ბევრის მომცემი  ტრენინგისთვის. საკმაოდ  გავიღრმავე  ცოდნა  შეფასების  რუბრიკებთან  დაკავშირებით , რომელთაც  გამოვიყენებ  სამომავლოდ  ჩემს  პრაქტიკაში.
   



Thursday, June 23, 2016

                                           ტრენინგის    მეხუთე    დღე



1 . გამეორება - გაკვეთილი  გეგმის  გადახედვა

2 . საავტორო  უფლებები  და  გამოყენებული  ლიტერატურის  შაბლონები

3 . მუშაობა  ბლოგში

4 . მოსწავლის   ბლოგის  შექმნა

5 . რეფლექსია


        ტრენინგი  დაიწყო წინა მასალის გამეორებით.  განვიხილეთ საავტორო უფლებები  და  გამოყენებული ლიტერატურის  შაბლონების , მათი  მითითების  მნიშვნელობა  ჩვენს  სამუშაო  მასალაში  გამოყენებისას. შევისწავლეთ, თუ როგორ ხდება ბლოგზე კომენტარების გაკეთება  და  წაშლა. გავიხსენეთ ბლოგზე ტექსტისა და სურათების ჩასმა, სურათების გადაადგილება, პროექტის სათაურის შეცვლა.
     შევისწავლეთ გაჯეტების დამატება და გაჯეტების წყობის შეცვლა. შევქმენით  ახალი  ბლოგი  - მოსწავლის  ნიმუში . სამუშაო დღის მიწურულს,  შევაჯამეთ  დღის მანძილზე მოწოდებული მასალა, დავწერეთ რეფლექსია. 


Sunday, June 19, 2016

                                     
                                                ტრენინგის  მეოთხე   დღე




              1.  გამეორება

             2.  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდების   გაცნობა

             3.   დროში  გაწერილი   შეფასების   სქემა

             4.   პროექტის    პორტფოლიოს   პრეზენტაცია
             
             5.   რეფლექსია



              

 ტრენინგი  დავიწყეთ  განვლილი  მასალის  გამეორებით.გავიხსენეთ ,რომ  გეგმის  წერას  ვიწყებთ  სტანდარტით , ვსვამთ  ინდიკატორს , განვსაზღვრავთ  მიზანს  21-ე საუკუნის   უნარ - ჩვევებიდან,ვწერთმიმართულების მიმცემ  კითხვებს ,თემატურ  კითხვებს,  შინაარსობრივ  კითხვებს ,რომელიც  სააზროვნო  უნარებს  ავითარებს.ვიმუშავეთ  შეფასების  გეგმაზე, გზამკვლევიდან  მოვძებნეთ  შეფასების სხვადასხვა  მეთოდი , განვიხილეთ  განმსაზღვრელი  და  განმავითარებელი  შეფასების  ფორმები. გავეცანით  დროში  გაწერილი  შეფასების  გეგმის  ცხრილს , გავეცანით  პროექტის  პორტფოლიოს  პრეზენტაციას .
1.  თავფურცელი - პროექტის  სათაური,გვარი , სახელი , კლასი , საგანი
2.  პროექტის   შინაარსი
3.  საგნობრივი  სტანდარტი
4.  პროექტის    მიზანი
5.  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო   სიტყვები
6.  შეფასების   ინსტრუმენტების   მოკლე   მონახაზი

     პროექტი  გადავიტანე   Power  Point - ში


      ტრენინგის   ბოლოს ,  ტრენერთან   ერთად  შევაჯამეთ   დღის  მანძილზე  მოწოდებული   მასალა .






                    



                              



Saturday, June 18, 2016

                                        ტრენინგის    მესამე    დღე




    1.  მასალის   გამეორება
    
    2.  პროექტის  გეგმაზე   მუშაობა

    3. სტანდარტის  დადგენა   
    
    4.  სასწავლო  მიზნების  განსაზღვრა

   5. მიმართულების მიმცემი  საკვანძო  სიტყვები

   6. რეფლექსია


       ტრენინგი  დავიწყეთ   განვლილი  მასალის  გამეორებით . გავიმეორეთ  საქაღალდეში  მასალის  მოთავსების  ინსტრუქცია. დავადგინეთ  სტანდარტი  და  განვსაზღვრეთ  პროექტის  სასწავლო  მიზნები , განვიხილეთ  მიმართულების  მიმცემი  საკვანძო კითხვები . გავეცანით  21-ე  საუკუნის  უნარ - ჩვევებს , შესაბამის  ტერმინოლოგიას  და  გავაანალიზეთ  თითოეული  მათგანი . ტრენინგი  იყო  საინტერესო  და  ნაყოფიერი . შესწავლილი  მასალა  გამიადვილებს  სასწავლო  პროექტის  დწერისას  ზუსტად  განვსაზღვრო  მიზანი , რომელიც  გავა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  სტანდარტზე . დიდი  მადლობა  ქალბატონ  ქეთევანს  ასეთი  აქტიური  ტრენინგის  ჩატარებისთვის...ტრენინგი  რომლის  მსვლელობისას  სიტყვები ,,დაღლა''  და  ,,რა  ნელა  გადის  დრო ''  არ არსებობს.





Sunday, June 5, 2016

ტრენინგის მეორე დღე

                                         ტრენინგის  მეორე   დღე



  1.  მასალის   გამეორება
 2.   საშინაო  დავალების  --  პროექტის  მიმოხილვა
 3.   პუბლიკაციის   მოთხოვნების   გაცნობა
 4.  Word--ის  ინსტრუმენტის  გაცნობა,  ბუკლეტზე  მუშაობა.
 5. ბუკლეტის  დამზადება.
 6 . რეფლექსია

     
ტრენინგი  დაიწყო  წინა  დღის  მასალის  გამეორებით  და  პროექტების  მიმოხილვით.  ტრენერმა  ქალბატონმა  ქეთევან  ცერაძემ  ყურადღებით  მოუსმინა  თითოეულ მასწავლებელს,  თუ  რა  სახის  პროექტზე  გვსურდა  მუშაობა  და  მოგვცა  რეკომენდაციები .   საფუძვლიანად  გავიმეორეთ  Word--- ის  ინსტრუმენტი . გავეცანი  ბუკლეტების  ნიმუშებს  ,  რომელზეც  მუშაობა  საინტერესო  და  ბევრის  მომცემი 

აღმოჩნდა .  ვიმუშავე  ტექსტურ  რედაქტორში  და  შევქმენი  რამდენიმე  გვერდიანი  ბუკლეტი  და  ასევე  მოვათავსე  მასში  პროექტის  ბუკლეტისთვის  განკუთვნილი   სურათი .  ზემოთ  აღნიშნული  მასალა  ავტვირთე  ბლოგში.

     
   


         
       





         

Saturday, June 4, 2016

                                                          I დღე


1.გაცნობა

2.ინტელის  ძირითადი  კურსის  გაცნობა

3. გზამკვლევის  გაცნობა

4.პორტფოლიოს  საქაღალდის  შექმნა

5. კურსის  რესურსების  გაცნობა- შენახვა

6. პროექტების  განხილვა

7. ბლოგის  შექმნა

8.რეფლექსია
                                                      ტრენინგის პირველი დღე


                                                                 რეფლექსია


      ტრენინგის  პირველ  დღეს  შევაფასებ  დადებითად და ნაყოფიერად. ტრენინგის  მონაწილეებმა  წარვადგინეთ  საკუთარი  თავი  და  გავიცანით  ერთმანეთი. ტრენერმა  გაგვაცნო  ინტელის  კურსში  შესასწავლი  მასალა.  გავეცანი ისეთ  საკითხებს,რომლებსაც გამოვიყენებ  ჩემს  პრაქტიკაში. ასევე  გავეცანი  გზამკვლევს.გავეცანი  პროექტებით  საწავლებას, პროექტის  წერის  ცოდნას  და  უნარების  მიზნებს.
      შევქმენი  საკუთარი  პორტფოლიო, რომელშიც ასევე  გავაკეთე  რამოდენიმე  ქვესაქაღალდე, რომელთა  დახმარებითაც  ადვილად  მოვძებნი  დასრულებულ  დოკუმენტს. კურსის  რესურსების  ქვესაქაღალდეში  მოვათავსე შემდეგი  რესურსები: 21-საუკუნის  უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს  შეფასების  რუბრიკა, პორტფოლიოს  ჩეკლისტი, პროექტის  მახასიათებლების  ჩეკლისტი,სასწავლო მიზნები.
   გავეცანი  პროექტებით  საწავლებას, პროექტის  წერის  ცოდნას  და  უნარების  მიზნებს.
      შევქმენი  ბლოგი  სადაც  განვათავსე  პირველი  დღის  რეფლექსია.
 ინტელის  კურსის  გავლა  დამეხმარება  საჭირო  და  მნიშვნელოვანი  საკითხების,უნარ-ჩვევების შეძენაში. მყავს  გამოცდილი  ტრენერი, რომლის დახმარებითაც  მივიღებ  სიღრმისეულ  წვდომას  აღნიშნულ  ტრენინგთან  დაკავშირებით.