ტრენინგის პირველი დღე
რეფლექსია
ტრენინგის პირველ დღეს შევაფასებ დადებითად და ნაყოფიერად. ტრენინგის მონაწილეებმა წარვადგინეთ საკუთარი თავი და გავიცანით ერთმანეთი. ტრენერმა გაგვაცნო ინტელის კურსში შესასწავლი მასალა. გავეცანი ისეთ საკითხებს,რომლებსაც გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. ასევე გავეცანი გზამკვლევს.გავეცანი პროექტებით საწავლებას, პროექტის წერის ცოდნას და უნარების მიზნებს.
შევქმენი საკუთარი პორტფოლიო, რომელშიც ასევე გავაკეთე რამოდენიმე ქვესაქაღალდე, რომელთა დახმარებითაც ადვილად მოვძებნი დასრულებულ დოკუმენტს. კურსის რესურსების ქვესაქაღალდეში მოვათავსე შემდეგი რესურსები: 21-საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი,სასწავლო მიზნები.
გავეცანი პროექტებით საწავლებას, პროექტის წერის ცოდნას და უნარების მიზნებს.
შევქმენი ბლოგი სადაც განვათავსე პირველი დღის რეფლექსია.
ინტელის კურსის გავლა დამეხმარება საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხების,უნარ-ჩვევების შეძენაში. მყავს გამოცდილი ტრენერი, რომლის დახმარებითაც მივიღებ სიღრმისეულ წვდომას აღნიშნულ ტრენინგთან დაკავშირებით.
No comments:
Post a Comment